ტრენინგ-კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.
სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 35 საათს, რომელიც 9 ტრენინგ-დღედაა დაყოფილი
პროგრამული უზრუნველყოფა
MS Office 2010
Internet Explorer
Mythware e=Learning Class V6.0
კურსის მეთოდები
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ამოცანის შესაბამისად, კერძოდ:
o ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
o ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად
(შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
(შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
o სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;
o მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
o მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
სერტიფიცირების პირობები:
o ტრენინგ-კურსის, სულ ცოტა, 30 საათზე დასწრება;
o გაკვეთილის გეგმის მომზადება, რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსით;
No comments:
Post a Comment